უფასო მიწოდება საქართველოში 100₾-ზე მეტი შეკვეთისთვის
სახის მოვლა გასუფთავება ტანის გასუფთავება

კასტილიური საპონი ზეითუნის ზეთით და შის კარაქით

ჰიპოალერგიული საპონი მგრძნობიარე კანისთვის

14.00 ₾
ყოველდღიური მოვლა სიმშრალე
ნატურალეს კასტილიური საპონი მზადდება ტრადიციული მეთოდით და შეიცავს 80% Extra Virgin ზეითუნის ზეთს. დამატებითი მოვლისთვის ფორმულაში დამატებულია შის კარაქი, რომელიც აძლიერებს კანის დატენიანებას და იცავს მას გამოშრობისგან.

კასტილიური საპონი გამოირჩევა უნაზესი, კრემისებური ქაფით და ბუნებრივი, მსუბუქი ბალახის არომატით. ის დელიკატურად ასუფთავებს კანს, არ არღვევს მის ბუნებრივ ბარიერს და ინარჩუნებს ტენიანობას.

საპონი იდეალურია ნებისმიერი ტიპის კანისთვის — მათ შორის მგრძნობიარე, პრობლემური და ალერგიული კანისთვის. არ შეიცავს ეთერზეთებსა და საღებავებს, რაც მას უსაფრთხოს ხდის ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ზეითუნის ზეთი უზრუნველყოფს კანის ბუნებრივ დატენიანებასა და დამარბილებელ ეფექტს, ხოლო შის კარაქი ამცირებს გაღიზიანებას და ხელს უწყობს კანის აღდგენას.
გამოხდილი წყალი, საპონიფიცირებული ზეითუნის ზეთი (Extra Virgin – 80%), ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი, შის კარაქი.

დაინტერესდით? კითხვები დაგრჩათ? დაგვიკავშირდით