უფასო მიწოდება საქართველოში 100₾-ზე მეტი შეკვეთისთვის
სახის მოვლა გასუფთავება ტანის გასუფთავება

რქაწითელის ღვინის საპონი – ცხიმიანი კანისთვის

ცხიმის ბალანსი და ტონუსი ტანინიანი თეთრი ღვინის ძალით

11.00 ₾
ყოველდღიური მოვლა ცხიმიანი კანი / ბზინვარება პიგმენტაცია / ლაქები
რქაწითელის ღვინის საპონი შექმნილია ცხიმიანი და კომბინირებული კანის ბალანსირებული მოვლისთვის. თეთრი, ტანინიანი ღვინო ინარჩუნებს ბუნებრივ აქტივებს, რომლებიც ეხმარება კანს ზედმეტი ცხიმის კონტროლში და წყლის ბალანსის შენარჩუნებაში.

საპონი ნაზად ასუფთავებს კანს, არ აშრობს და ანიჭებს მსუბუქ მატონიზირებელ ეფექტს.
რეგულარული გამოყენებისას კანი ხდება უფრო სუფთა, დაბალანსებული და თანაბარი ზედაპირით

ყურძნის წიპწის ზეთი და ნუშის ზეთი ეხმარება კანს მსუბუქ დატენიანებაში და იცავს გადამშრალებისგან, ხოლო ბრინჯის ღივის ზეთი აუმჯობესებს კანის ელასტიურობას.
ტანინები ხელს უწყობს ფორების შევიწროებას, ამცირებს ცხიმიან ბზინვარებას და დადებითად მოქმედებს პრობლემურ კანზე, მათ შორის სებორეის ნიშნების შემცირებაში.
თეთრი ღვინო (ქვევრის რქაწითელი), საპონიფიცირებული ქოქოსის, ზეითუნის, პალმის და ყურძნის წიპწის ზეთი, ბრინჯის ღივის ზეთი, ნუშის ზეთი.

დაინტერესდით? კითხვები დაგრჩათ? დაგვიკავშირდით