უფასო მიწოდება საქართველოში 100₾-ზე მეტი შეკვეთისთვის
მამაკაცის ხაზი

მამაკაცის ნატურალური დეოდორანტი - ევკალიპტი და თეთრი შაბი

სუნის კონტროლი და ბუნებრივი დაცვა, ფორების დახშობის გარეშე

15.00 ₾
ნატურალური დეოდორანტი შექმნილია ეფექტური და უსაფრთხო ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ფორმულა შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ კომპონენტებს, რომლებიც ამცირებს ოფლის ინტენსიურ გამოყოფას, აფერხებს ბაქტერიების განვითარებას და ეფექტურად აქრობს უსიამოვნო სუნს, ფორების დახშობის გარეშე.

მუხის ქერქის ექსტრაქტი და თეთრი შაბი ბუნებრივად არეგულირებს ოფლიანობას, ხოლო პალმაროზას და ჩაის ხის ეთერზეთები უზრუნველყოფს ანტისეპტიკურ მოქმედებას და სისუფთავის ხანგრძლივ შეგრძნებას.

არ შეიცავს ალუმინს, პარაბენებს, ტრიკლოზანს, ალკოჰოლს და სინთეტიკურ არომატიზატორებს — რაც მას იდეალურს ხდის მგრძნობიარე კანისთვისაც.

მოც: 100 მლ
გამოხდილი წყალი, მუხის ქერქის ექსტრაქტი, თეთრი შაბი, ჩაის ხის და ევკალიპტის ეთერზეთი.

დაინტერესდით? კითხვები დაგრჩათ? დაგვიკავშირდით