უფასო მიწოდება საქართველოში 100₾-ზე მეტი შეკვეთისთვის
სახის მოვლა გასუფთავება სასაჩუქრე ნაკრებები ქალისთვის მამაკაცისთვის

ინტენსიური ანტიაკნე ხაზი – რთული და პრობლემური კანისთვის

ღრმა გასუფთავება, ანთების კონტროლი აკნეს გართულებული ფორმისთვის

120.00 ₾
აკნე / გამონაყარი
ინტენსიური ანტიაკნე სერია შექმნილია იმ შემთხვევებისთვის, როცა კანი საჭიროებს უფრო ძლიერ და მიზანმიმართულ მოვლას — გამოხატული, ხშირი ან ქრონიკული გამონაყარის დროს.

სერია მოქმედებს კომპლექსურად: ღრმად ასუფთავებს ფორებს, არეგულირებს ცხიმის სეკრეციას, ამცირებს ანთებით პროცესებს და ხელს უშლის მიკრობების განვითარებას. ეხმარება კანს სწრაფად „დალაგებაში“ და უფრო სუფთა, მშვიდი იერის დაბრუნებაში.

ანტიმიკრობული შრატი წარმოადგენს სერიის აქტიურ ბირთვს — შექმნილია პრობლემური კანის ინტენსიური მოვლისთვის. ფორმულა აერთიანებს ანთების საწინააღმდეგო და აღმდგენელ კომპონენტებს, რომლებიც ღრმად მოქმედებს კანის შრეებზე, ამცირებს ჩირქოვან გამონაყარს და ხელს უწყობს კანის ბალანსის აღდგენას.

რეგულარული გამოყენებისას კანი ხდება უფრო სუფთა, ნაკლებად ცხიმიანი და ვიზუალურად გაწმენდილი.
ნაკრებში შედის:

არყის ხის კუპრის საპონი ქაცვის ზეთით ( გოგირდის საპონი ჟოჟობას ზეთით საჩუქრად)
სკრაბ-ნიღაბი შავი და ცისფერი თიხით ჩაის ხის და როზმარინის ეთერზეთებით
ტონიკი ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის ჩაის ხის ზეთით და ალანტოინით
ანტიმიკრობული შრატი ჩაის ხის ზეთით და გოგირდის ფლუიდით

დაინტერესდით? კითხვები დაგრჩათ? დაგვიკავშირდით